• კალათაში დამატება: შესაძენად შეარჩიე სასურველი ნივთები, აირჩიე ზომა (თუ პროდუქტს აქვს ზომა), დაამატე კალათაში, შეავსე ინფორმაცია (სახელი, გვარი, ტელ. ნომერი, რეგიონი და ზუსტი მისამართი), აირჩიე გადახდის მეთოდი და დააჭირე შეკვეთის გაფორმებას.
• პროდუქტის გვერდიდან შეძენა: პროდუქტის გვერდზე აირჩიე სასურველი გადახდის მეთოდი, შეავსე ინფორმაცია (სახელი, გვარი, ტელ. ნომერი, რეგიონი და ზუსტი მისამართი) და დააჭირე გაგრძელების ღილაკს.
• კურიერთან გადახდა
• ბარათით გადახდა
• საბანკო გადარიცხვა
• საქართველოს ბანკის განვადება
• საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდა
• თიბისი ბანკის განვადება
• თიბისი ბანკის განაწილება
• კრედო ბანკის განვადება
• კრედო ბანკის და-ყა-ვი
შეკვეთის მიწოდების ვადა განისაზღვრება ადრესატის ადგილმდებარეობიდან გამომდინარე. თითოეულ ნივთს პროდუქტის გვერდზე მითითებული აქვს ჩაბარების მაქსიმალური თარიღი და შესაძლოა ვადაზე ადრე განხორციელდეს მიწოდება.
პროდუქტის ზომის ვერ მორგების შემთხვევაში შესაძლებელია ზომის შეცვლა. ზომის შეცვლის სერვისი არის უფასო მთელი საქართველოს მასშტაბით და შედის მომსახურებაში. შეკვეთის ჩაბარებიდან არაუგვიანეს 24 საათის განმავლობაში უნდა აცნობოთ ინფორმაცია კომპანიას ზომის შეცვლის საჭიროების შესახებ. კომპანიის მხრიდან გამოიგზავნება შეცვლილი ზომა და ადგილზე გადაიცვლება კურიერთან. პროდუქტის ზომის შეცვლა განხორციელდება იმ ვადაში, რა ვადაშიც მიიღეთ შეკვეთა.
შეკვეთის ჩაბარებიდან 1 კვირის განმავლობაში ქარხნული წუნის ან დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში პროდუქტის შეცვლა ხდება ახლით, რის ხარჯებსაც ფარავს კომპანია. მომხმარებელს შეუძლია შეარჩიოს სხვა პროდუქტი იგივე საფასო კატეგორიიდან.